LIVE

რუსეთში ომის დროს ცხედრების სასწრაფო დაკრძალვის წესი ამოქმედდება

26 იან 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 5318
რუსეთში ომის დროს ცხედრების სასწრაფო დაკრძალვის წესი ამოქმედდება
Pool photo by Alexander Vilf

ისტორიაში პირველად, რუსეთში 1 თებერვალს ძალაში შედის 2021 წლის სექტემბერში დამტკიცებული ბრძანება “ომის და მშვიდობის დროს ცხედრების სასწრაფო დაკრძალვის” შესახებ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება 1000 კაციანი ჯგუფური სამარხების მოწყობა.

ბრძანება ეხება იმ ადამიანებისა და ცხოველების მასობრივ საფლავებში დაკრძალვის წესს, რომლებიც სამხედრო კონფლიქტებისა და საგანგებო სიტუაციების შედეგად, ან მშვიდობიან დროს დაიღუპებიან.

მასობრივ დაკრძალვასთან დაკავშირებული სამუშაოების მომზადებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი რეგიონული ხელისუფლება იქნება.

რეგულაციები არ დაუშვებს მასობრივი სამარხების განთავსებას წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებთან, მინერალური წყლის ბუნებრივ წყაროებთან და მდინარეებთან და ტბებთან, რომელთა წყლის დონეები მიწის ზედაპირიდან 2 მეტრამდეა.

ნებადართულია მწუხარების კედლების მოწყობა შესაძლო დაკრძალვის ადგილების გარეთ, ცალკეულ მიწის ნაკვეთებზე, საცხოვრებელი კორპუსებიდან, სამედიცინო, საბავშვო, საგანმანათლებლო, სპორტული და დასვენების, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან არანაკლებ 50 მეტრის დაშორებით. 

უცნობია, უკავშირდება თუ არა ახალი წესების ამოქმედება უკრაინის საზღვარზე დაძაბულობას და მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებას.