LIVE

აფეთქებამ ერაყ-თურქეთის საკვანძო ნავთობსადენი დააზიანა - ნავთობი ძვირდება

19 იან 202211:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1441
აფეთქებამ ერაყ-თურქეთის საკვანძო ნავთობსადენი დააზიანა - ნავთობი ძვირდება
AA Photo

ერაყისა და თურქეთის საკვანძო ნავთობსადენი აფეთქების შედეგად დაზიანდა, რამაც ზეწოლა მოახდინა ნავთობის ბაზრებზე და ფასების ზრდა გამოიწვია.

ეს არის მთავარი მარშრუტი, საიდანაც ნავთობი ჩრდილოეთ ერაყიდან ევროპას მიეწოდება. 2020 წელს მილსადენის მეშვეობით დღეში 450 000 ბარელზე მეტი ნავთობი ტრანსპორტირდა. 

მილსადენის ოპერატორის, Botas-ის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს გაგრილების სამუშაოები და ის ხელახლა ამუშავდება მას შემდეგ, რაც “აუცილებელი ზომები” იქნება მიღებული. აფეთქების მიზეზი უცნობია. 

ნედლი ნავთობის გლობალური მარაგები უკვე ახლოსაა ყველაზე დაბალ დონესთან 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ. სპარსეთის ყურეში განახლებულმა დაძაბულობამ ახალი გეოპოლიტიკური რისკები გააჩინა და ფასის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა. 

ნავთობის ფასი 7-წლიან მაქსიმუმზეა და Goldman Sachs Group-ი მესამე კვარტალში ბარელზე ფასის $100-მდე გაზრდას პროგნოზირებს.

ეს მილსადენზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. ჯერ კიდევ 2012 წელს, დივერსანტების დაბომბვის შედეგად მილსადენი რამდენიმე თვის განმავლობაში გათიშული იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფირატ კოზოკი, ალარიკ ნაიტინგეილი და ჯულიან ლი