LIVE

ნავთობის ფასი 7-წლიან მაქსიმუმზეა

18 იან 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1247
ნავთობის ფასი 7-წლიან მაქსიმუმზეა

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 7-წლიან მაქსიმუმზეა. ლონდონის ბირჟაზე ფიუჩერსების ფასი 1 ბარელზე $88,13-მდე გაიზარდა.

მიმდინარე წელს ფასის 12%-იანი მატება Covid-19-ის ომიკრონის ვარიანტთან დაკავშირებული შიშების გაქრობამ გამოიწვია. ტენდენციას ასევე განაპირობებს მთელი რიგი შეფერხებები - სპარსეთის ყურეში განახლებულმა დაძაბულობამ ახალი გეოპოლიტიკური რისკები გააჩინა. 

Goldman Sachs Group-ი მესამე კვარტალში ბარელზე ფასის $100-მდე გაზრდას პროგნოზირებს. 

იემენის ჰუთის მებრძოლებმა განაცხადეს, რომ განახორციელეს საჰაერო თავდასხმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, რამაც გამოიწვია აფეთქება და ხანძარი დედაქალაქ აბუ დაბის გარეუბანში. ქვეყანა OPEC-ში სიდიდით მესამე მწარმოებელია.

ნავთობის ფასების ზრდა გამოწვევაა ქვეყნებისა და ცენტრალური ბანკებისთვის, რადგან ისინი ცდილობენ თავი აარიდონ ინფლაციას გლობალური ზრდის მხარდაჭერით.  

საქართველოში საწვავის ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის მსოფლიო ფასი, რადგან საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორია. მოკლევადიან პერიოდში „ვისოლი“ საწვავის ფასის ზრდას არ აპირებს. ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი "ევრო რეგულარი" ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 3.04-3.13 ლარი ღირს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელიზაბეტ ლოუ და გრანტ სმიტი