LIVE

ავსტრალია: ვაქცინაციაზე ჯოკოვიჩის პოზიცია საზოგადოებრივ რისკს ქმნის

15 იან 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 635
ავსტრალია: ვაქცინაციაზე ჯოკოვიჩის პოზიცია საზოგადოებრივ რისკს ქმნის
Martin Keep/AFP/Getty Images

ავსტრალიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლის ნებართვა გაუუქმდა, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობა და საფრთხე შეუქმნას საზოგადოებრივ წესრიგს.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, იმიგრაციის მინისტრი, ალექს ჰოუკი ირწმუნება, რომ ჯოკოვიჩმა "შეიძლება გააძლიეროს ავსტრალიის საზოგადოებაში ვაქცინის საწინააღმდეგო განწყობა, რაც პოტენციურად გამოიწვევს სამოქალაქო არეულობას".

მინისტრი ამტკიცებს, რომ ჯოკოვიჩი არ არის ვაქცინირებული და “აშკარად უგულებელყოფს” ძირითად წესებს, როგორიცაა იზოლაცია ინფიცირების შემდეგ, რამაც შეიძლება წაახალისოს ან გავლენა მოახდინოს სხვებზე, მიბაძონ მის ქცევას.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ საიმიგრაციო ხელისუფლების პატიმრობაში აღმოჩნდა. ჰოუკმა გამოიყენა სპეციალური უფლებამოსილება და საჯარო ინტერესის დაცვის მოტივით გააუქმა ჩოგბურთელის ვიზა.

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჰოუკმა “არაგონივრული მიდგომა” გამოიჩინა იმის შეფასებისას, იყო თუ არა დეპორტაცია საჯარო ინტერესებში და არ მოჰყავდათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩოგბურთელის ქვეყანაში ყოფნამ შეიძლება გააძლიეროს ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობა. ადვოკატებმა მინისტრის ნაბიჯს “ალოგიკური” და “ირაციონალური” უწოდეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ ბერჯესი