LIVE

ნიუ-იორკი მოდის მდგრადობის შესახებ კანონის მიღებას განიხილავს

10 იან 202213:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 1196
ნიუ-იორკი მოდის მდგრადობის შესახებ კანონის მიღებას განიხილავს
Bloomberg

ნიუ-იორკი შესაძლოა, აშშ-ში პირველი შტატი გახდეს, რომელიც მოდის გლობალურ ბრენდებს მოსთხოვს გაასაჯაროვონ ინფორმაცია, თუ რა გავლენა აქვთ კლიმატზე და ასევე, კონკრეტული ზომები მიიღონ სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, "მოდის მდგრადობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტი" გავრცელდება Armani-ს, LVMH-ის, Nike-ის და სხვა ცნობილ ბრენდებზე, რომელთა წლიური შემოსავალი $100 მილიონზე მეტია. კომპანიები, რომლებიც არ შეასრულებენ კანონის მოთხოვნებს,  შესაძლოა, $450 მილიონიანი და მეტი შემოსავლის 2%-ით დაჯარიმდნენ.

გაეროს მონაცემებით, გლობალურ დონზე სათბურის გაზების გაფრქვევის 10%-ზე სწორედ მოდის ინდუსტრიაა პასუხისმგებელი.

კანონპროექტი საკანონმდებლო კომიტეტს ოთხშაბათს გადაეცა. მისი დამტკიცების შემთხვევაში, ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებს მოუწევთ მიწოდების ჯაჭვებში სათბურის გაზების გაფრქვევის და ენერგიის მოხმარების შესამცირებლად კონკრეტული მიზნები დასახონ. მათ ასევე მოეთხოვებათ გაამჟღავნონ ინფორმაცია გამოყენებული გადამუშავებული მასალების მოცულობის შესახებ; ასევე ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოცულობის და რა ტიპის პროდუქტს აწარმოებენ მათი მიმწოდებლები ყოველწლიურად. 

მოდის კომპანიებმა ასევე უნდა გაამჟღავნონ მათი მიმწოდებლების მიერ გადახდილი ხელფასები და ისიც, თუ რამდენად შეესაბამება ეს ანაზღაურება ადგილობრივ მინიმალურ ხელფასს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ ვუდი