LIVE

Squid Game-თან და BTS-სთან დაკავშირებულ ნივთებზე მოთხოვნის ბუმია

28 დეკ 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 916
Squid Game-თან და BTS-სთან დაკავშირებულ ნივთებზე მოთხოვნის ბუმია

სამხრეთ კორეის გართობის ინდუსტრიის მზარდი გლობალური პოპულარობა ქვეყნის კულტურასა და სამზარეულოს კიდევ უფრო მოთხოვნადს ხდის. ბუმია ყველაფერზე, რაც სერიალ Squid Game-ს ან BTS-ს უკავშირდება.

Bloomberg-ი გვთავაზობს კორეული პროდუქტების სიას, რომელიც ახლა სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. 

1.  CJ Cheiljedang-ის პელმენი

გაყინული პელმენის მწარმოებლის CJ Cheiljedang-ის საკვების გაყიდვები  მესამე კვარტალში აზიასა და ევროპაში 19%-ით, ხოლო აშშ-ში 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც პოპულარულმა ჯგუფის BTS-ის ორმა წევრმა საჯაროდ იჩხუბეს მანდუზე, კორეის პოპულარულ პელმენზე. 

CJ-ის მიერ 2019 წელს ამერიკული ბრენდის Schwan's-ის შეძენა კორეულ კომპანიას დაეხმარა გაეზარდა გაყიდვები აშშ-ის სასურსათო ბაზარზე. 2020 წლიდან Schwan's-მა განავითარა აზიური ხაზი, რომლის მთავარი პროდუქტი მანდუს ბრენდი Bibigo გახდა. ჩინური პელმენისაგან განსხვავებით, რომელიც დიდი ხანია დასავლელ გურმანებში ისედაც პოპულარული იყო, მანდუ Bibigo-ს, აქვს თხელი ცომი და წარმოდგენილია ქათმის და ქინძის ნაზავით. 

„საკვები უმარტივესი გზაა ქვეყნის კულტურის შესასწავლად. კორეული საკვების წარმატება დადებით სიგნალს აძლევს კორეელ საკვების მწარმოებლებს, მაშინ როცა პანდემიის დროს საკვებზე გლობალური მოთხოვნა იზრდება”,- ამბობს NH Investment & Securities-ის ანალიტიკოსი, მიჯინ ჯო. 

2. Nongshim-ის მზა ნუდლი

მზა ნუდლის მწარმოებლის Nongshim-ის გაყიდვები გაიზარდა მას შემდეგ, რაც Parasite-ის ერთ-ერთმა პერსონაჟმა მისი ორი პროდუქტი - სახელწოდებით Chapagetti და Neoguri მოამზადა, რათა ეჩვენებინა, თუ როგორ შეუძლია მდიდარ კორეელს მოამზადოს იაფი მზა ნუდლი ძვირადღირებული საქონლის ხორცის დამატებით.

Parasite-მა გააერთიანა შავი ლობიოს სოუსის ცნობილი კორეული ლაფშა და მისი მზა ვერსია და მას ჩაპა-გური უწოდა. ეს რეცეპტი კორეელებისთვისაც კი ახალი იყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნუდლის მოყვარულები შთააგონა.

 

ამ ფონზე სეულში მდებარე კომპანია აშშ-ში მეორე ქარხანას აშენებს, რათა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ნუდლის გაყიდვები გაზარდოს.  

Nongshim-ის მთავარი პროდუქტია Sinramen, სამხრეთ კორეის ყველაზე პოპულარული მზა ნუდლი. World Instant Noodles Association-ის მონაცემების მიხედვით, კორეელები მსოფლიოში ყველაზე მეტ ნუდლს - წელიწადში საშუალოდ 80 შეფუთვას მოიხმარენ. 

3. Dalgona (შაქრის კანფეტი)

Dalgona-ს, თაფლის მსგავს შაქრის ტკბილეულს, რომელიც PPopgi-ს სახელითაცაა ცნობილი, განსაკუთრებული პოპულარობით სერიალმა Squid Game-მა მოუტანა. 

დესერტი, რომელიც ომის დროს კორეაში გაჩნდა და გამყიდველები სკოლებთან ყიდდნენ, ახლა აშშ-ის რესტორნებშიც მოთხოვნადია. 

სერიალის გამოსვლის შემდეგ, მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე, წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის კორეულ საიტზე Gmarket.co.kr კანფეტის გაყიდვები 343%-ით გაიზარდა. 

ტკბილეული პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებშიც. TikTok-ისა და YouTube-ის მომხმარებლები ცდილობდნენ დაეჭრათ, მათ შორის მიეცათ ვარსკვლავებისა და წრეების ფორმები, ისევე როგორც ამას Squid Games-ის მონაწილეები აკეთებენ. მისი ერთ-ერთი ხიბლი სიმარტივეშია, მას თითქმის არაფერი სჭირდება შაქრისა და სოდის გარდა. 

4. Samyang-ის რამენი

Samyang Ramen - ქვეყნის უძველესი რამენის ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელმა გაიცნო, როდესაც Squid Games-ის პერსონაჟმა მთავარ გმირს შესთავაზა, გაესინჯა.

ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სტრიმინგ შოუში მოულოდნელად გამოჩენამდეც კი, კომპანია უკვე ახორციელებდა ექსპორტს 80 ქვეყანაში. მისი გაყიდვების დაახლოებით ნახევარი მოდის საზღვარგარეთზე, რომლის თითქმის 80%-ს შეადგენს Hot Chicken Flavour ramen-ი. ის განსაკუთრებით პოპულარულია ჩინეთში. 

5. Coway-ის წყლისა და ჰაერის გამწმენდები

უცხოეთში მომხმარებლებს მხოლოდ საკვები არ ხიბლავთ. ჰაერისა და წყლის ფილტრების კორეულმა ბრენდმა Coway გამოიყენა ბენდი BTS საკუთარი პროდუქტის პოპულარიზებისთვის.  

კორეელი მომღერლების პოპულარობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა Coway-ის პროდუქტებმა მოთხოვნა. კომპანიამ მესამე კვარტალში გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. რაც დიდწილად მალაიზიაში 43%-იან და აშშ-ში 12%-იანი ზრდითაა გამოწვეული.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰეჯინ კიმ