LIVE

შიდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება

24 ნოე 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1075

PMCG-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში შიდა ვიზიტების რაოდენობა ზრდას განაგრძობს. გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, როგორც ვიზიტების რაოდენობამ, ისე დანახარჯებმა პრე-პანდემიურ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შიდა ვიზიტების რაოდენობამ 4.2 მლნ-ს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 27%-ით აღემატება, 2020 წელთან შედარებით კი გაორმაგებულია. შიდა ვიზიტორების დანახარჯებმა 610 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 71%-ით, ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე 128%-ით მეტია. 

შიდა ტურიზმის გააქტიურების მთავარი ფაქტორი პანდემიას უკავშირდება, ვინაიდან ამ პერიოდში მოქალაქეებმა სხვა ქვეყანაში მოგზაურობა მეტ-ნაკლებად შეწყვიტეს. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 53 000 ადამიანმა იმოგზაურა, 2019 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული რაოდენობა 233 000 შეადგენდა.