LIVE

ევროპაში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა მარტისთვის შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს - ჯანმო

24 ნოე 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 769
ევროპაში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა მარტისთვის შესაძლოა, 2 მილიონს გადააჭარბოს - ჯანმო
Christophe Stache/AFP/Getty Images

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" (WHO) ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მიმდინარე ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ევროპაში Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვმა მარტისთვის შესაძლოა 2.2 მილიონს მიაღწიოს. ორგანიზაცია ქვეყნებს ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. 

ევროპაში კოვიდი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა. გასულ კვირას გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა 4200-ს გადააჭარბა, რაც სექტემბრის მონაცემებს ორჯერ აღემატება.

WHO ვარაუდობს, რომ რეგიონის 53 ქვეყნიდან 49-ში მარტის დასაწყისამდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებები მაღალი ან ექსტრემალური დატვირთვით იმუშავებენ. 

ევროპაში ბევრმა ქვეყანამ შეამსუბუქა კოვიდრეგულაციები. ბოლო კვირების განმავლობაში ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო, ხალხი უფრო მეტად გროვდება დახურულ სივრცეებში. ამ ფონზე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" მუდმივად იმეორებს, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა და მთავრობებმა უნდა აკონტროლონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება ვაქცინაციასთან ერთად.

საქართველოში Covid-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გასული შვიდი დღის მონაცემებით, მილიონ ადამიანზე გარდაცვალების ახალი შემთხვევების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს იკავებს ბულგარეთი. საქართველოს მოჰყვება ლატვია, ხორვატია და უკრაინა. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 11 615 ადამიანი გარდაიცვალა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომას მიულერი