LIVE

ექსკლუზიური სუფრები „ბამბასგან“ - ქართული სტარტაპის გეგმები

23 ნოე 202113:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 934
ექსკლუზიური სუფრები „ბამბასგან“ - ქართული სტარტაპის გეგმები

უკვე ერთი კვირაა, სტარტაპი „ბამბა“ მომხმარებელს ნატურალური ქსოვილისგან დამზადებულ ექსკლუზიურ, ქართველი მხატვრების ნამუშევრებით გაფორმებულ სუფრებს სთავაზობს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და „ბამბას“ თანადამფუძნებელმა სოფო ხუნწარიამ განუცხადა, ინსპირაცია ბებიების მიერ დამზადებული მაქმანებიანი სუფრები გახდა.

„ჩვენი ინსპირაცია ბებიების მიერ მოქარგული, მაქმანებიანი სუფრები გახდა. ბაზარზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ის რასაც მომხმარებელს სთავაზობენ საკმაოდ ერთფეროვანი და ამავდროულად ძვირი პროდუქტია. გადავწყვიტეთ, ალტერნატივის შეთავაზება მომხმარებლისათვის. სუფრებს ვაფორმებთ ქართველი მხატვრების ნამუშევრებით“,- აცხადებს სოფო ხუნწარია.

ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ ხდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამომავლოდ ასორტიმენტი გაიზრდება და სტარტაპი მომხმარებელს სუფრების გარდა ტექსტილის სხვა ნაწარმსაც შესთავაზებს.