LIVE

ჩინეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცნობილი ჩოგბურთელი კარგადაა

23 ნოე 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 936
ჩინეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ცნობილი ჩოგბურთელი კარგადაა
Mark Kolbe/Getty Images

გაერო, თეთრი სახლი,"ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია" (WTA) და სპორტის ვარსკვლავები ცნობილი ჩოგბურთელის პენ შუაის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამენ. 

მიმდინარე თვის დასაწყისში 35 წლის პენ შუაიმ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჩჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში ამხილა და მას შემდეგ გაუჩინარდა. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი სამგზის ოლიმპიელ ჩოგბურთელს კვირას 30 წუთის განმავლობაში ვიდეოზარით ესაუბრა. ამის შემდეგ კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ის თავს კარგად გრძნობს, არის უსაფრთხოდ პეკინში, საკუთარ სახლში

მან განმარტა, რომ უსაფრთხოდ და კარგად არის, ცხოვრობს თავის სახლში პეკინში, მაგრამ სურს, რომ მისი პირად სივრცე დაცული იყოს.

„მას ურჩევნია ახლა დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გაატაროს",- ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტმა განცხადებასთან ერთად, საუბრის ამსახველი ფოტოც გაავრცელა, თუმცა, მიუხედავად ამისა, WTA მიიჩნევს, რომ ეს არ ამსუბუქებს მის მდგომარეობას და ეჭვებს სპორტსმენის კეთილდღეობის შესახებ.

ჩოგბურთის ვარსკვლავის აშკარა გაუჩინარების გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა ჩინეთის სახელმწიფო მედია აიძულა გამოექვეყნებინა ფოტოებისა და ვიდეოების სერია, იმის დასამტკიცებლად, რომ სპორტსმენი კარგადაა. 

საერთაშორისო აღშფოთების ჩასახშობად ქვეყნის უხერხული მცდელობები აჩვენებს, თუ რამდენად რთულია ჩინეთისთვის შიდა იმპერატივებისა და საერთაშორისო მიზნების დაბალანსება და აჩენს, თუ რისი შეწირვა უღირს ჩინეთს კონტროლის შესანარჩუნებლად. 

ჩინეთის სახელმწიფო  მაუწყებლის ცენტრალური ტელევიზიის უცხოეთის ბიურომ გამოაქვეყნა სპორტსმენის ელ.ფოსტის ფოტო, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსის მიმართ მისი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კლარა ფერეირა მარკესი წერს, რომ მას მსგავსი არაფერი უთქვამს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელევიზიამ ყალბი ფოტო გამოიყენა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კომიტეტის ინტერესია სკანდალმა გავლენა არ იქონიოს მოახლოებულ ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც პეკინში ტარდება. მეტიც, მისი ფინანსური ინტერესები სცილდება უბრალოდ თამაშების ჩატარებას. ოლიმპიადის უმაღლესი დონის 14 კომპანია, რომელთა შორის არიან Coca-Cola და Visa, ყოველ ოთხ წელიწადში $1 მილიარდზე მეტს იხდიან. წლევანდელი ღონისძიებები განსაკუთრებული შესაძლებლობაა გავიდნენ ჩინელი მომხმარებლების ბაზარზე, რომელიც $110 მილიარდად არის შეფასებული.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია