LIVE

იაპონიის კოსმოსური სააგენტო ასტრონავტებს უმაღლეს განათლებას აღარ მოსთხოვს

27 ნოე 202113:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 1080
იაპონიის კოსმოსური სააგენტო ასტრონავტებს უმაღლეს განათლებას აღარ მოსთხოვს
Bloomberg

იაპონიის კოსმოსური სააგენტო კადრების დაქირავების მოთხოვნებს ცვლის. JAXA 13 წლის განმავლობაში პირველად უხსნის კარს ახალ კანდიდატებს.

იაპონიის საჰაერო კოსმოსური ძიების სააგენტო, იგივე JAXA, კოსმოსური მოგზაურობის მსურველთათვის უმაღლესი განათლების მოთხოვნას აუქმებს. სააგენტოს პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი იქნება მინიმუმ სამი წლის სამუშაო გამოცდილება, მაგრამ არა აუცილებლად მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის ან მათემატიკის სფეროებში.

JAXA-მ ასევე შეამცირა სიმაღლის მოთხოვნები მინიმუმ 158 სმ-დე, რათა კანდიდატების უფრო მრავალფეროვანმა ჯგუფმა შეძლოს განაცხადის შეტანა.

სავარაუდოდ, ნებისმიერი ასტრონავტი, რომელსაც სააგენტო აიყვანს Lunar Gateway-ის პროექტზე იმუშავებს. პროექტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ოთხ პარტნიორ სააგენტოს მოიცავს - NASA-ს, ევროპის კოსმოსურ სააგენტოს, JAXA-ს და კანადის კოსმოსურ სააგენტოს. Lunar Gateway პატარა კოსმოსური სადგურია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აშენებული. სადგურის დანიშნულება პლანეტარული მეცნიერების და ასტროფიზიკის უკეთ შესწავლა და განვითარება იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შიჰო ტაკეზავა