
ourworldindata.org-ის მონაცემებით, გასული 7 დღის მაჩვენებლით, მილიონ მოსახლეზე Covid-19-ით გარდაცვალების ახალი შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში მე-2 ადგილზეა.
მილიონ ადამიანზე გარდაცვლილი 20.18 შემთხვევით პირველ ადგილს იკავებს ბულგარეთი, მას 18.77 შემთხვევით მოჰყვება საქართველო. პირველ ხუთეულში ასევე შედიან უკრაინა (15.7), ხორვატია (14.77) და ლატვია (14.39).
საქართველო გარდაცვალების როგორც ჯამური, ისე გასული ერთი კვირის განმავლობაში მილიონ მოსახლეზე დღიური მაჩვენებლით მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერია.
Covid-19-ს საქართველოში 11 553 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 55 ადამიანი.