LIVE

წელს სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში ₾56 მილიონის მოსაკრებელი გადაიხადა

22 ნოე 202116:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 566
წელს სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში ₾56 მილიონის მოსაკრებელი გადაიხადა

მიმდინარე წლის 10 თვეში ბიუჯეტში მხოლოდ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 3.5-ჯერ გაიზარდა და ხაზინის მონაცემებით, 55.9 მილიონ ლარს გადააჭარბა. 

პანდემიურ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი 19.3 მილიონ ლარს არ აღემატებოდა, ხოლო 2019 წელს ბიუჯეტმა ამ მიმართულებით 128 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

რაც შეეხება აზარტული თამაშების ბიზნესის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 2020 წელს სექტორი 10 815 ადამიანს ასაქმებდა, ბრუნვა კი 32 მილიარდ ლარს აჭარბებდა. სექტორმა პანდემიურ 2020 წელს 1.4 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო. ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა (საშემოსავლო, დღგ, მოგების) და მოსაკრებლებმა 2020 წელს 350 მილიონ ლარს მიაღწია.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობა თავდაპირველად ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, ასევე რეკლამის აკრძალვასა და ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას, მეორე ეტაპზე კი ონლაინ-კაზინოების საერთოდ აკრძალვას გეგმავს.