LIVE

Group 42 ახლო აღმოსავლეთში პირველი თვითმართვადი ავტომობილების ტესტირებას იწყებს

23 ნოე 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 872
Group 42 ახლო აღმოსავლეთში პირველი თვითმართვადი ავტომობილების ტესტირებას იწყებს

აბუ-დაბის Group 42 მიმდინარე თვეში ახლო აღმოსავლეთში პირველი თვითმართვადი ავტომობილებით მგზავრობის სერვისის ტესტირების იწყებს. კომპანიის მიზანია სერვისი საბოლოოდ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გახდეს ხელმისაწვდომი.

Group 42-ის Bayanat-ის განყოფილება ოპერირებას ხუთი მანქანით იას კუნძულზე, საამიროებში პოპულარულ გასართობ ადგილზე დაიწყებს. ავტომობილებს ბორტზე უსაფრთხოების ოფიცერიც ეყოლება და მგზავრებს ცხრა გაჩერებას შორის გადაიყვანს.

ტესტირების მეორე ეტაპი აბუ-დაბის მასშტაბით მეტი ავტომობილის ამუშავებას მოიცავს. როდესაც პროგრამა საჯარო გახდება, G42 აპლიკაციის გაშვებას გეგმავს, რომელიც ტექნოლოგიას შესაძენად ხელმისაწვდომს გახდის. ეს ნიშნავს, რომ მისი დაინსტალირება სხვა მანქანებზეც იქნება შესაძლებელი.

ასევე, მიმდინარე წლის დასაწყისში, Cruise-მა, თვითმართვადი მანქანების განყოფილებამ, რომელსაც General Motors-ი უჭერს მხარს, ხელი მოაწერა შეთანხმებას დუბაიში თვითმართვადი ტაქსების ოპერირების შესახებ. კომპანია სერვისს 2023 წლიდან გახდის ხელმისაწვდომს, 2030 წლისთვის კი, გეგმის მიხედვით, დუბაიში Cruise-ის 4 000 უმძღოლო ტაქსი იმოძრავებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ ბარტენსტეინი