LIVE

კვლევა: თევზის მსოფლიო პოპულაცია მოსალოდნელზე მძიმე მდგომარეობაშია

21 ნოე 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1290
კვლევა: თევზის მსოფლიო პოპულაცია მოსალოდნელზე მძიმე მდგომარეობაშია
Nathan Laine/Bloomberg

ავსტრალიელი მილიარდერის, ენდრიუ ფორესტის მხარდაჭერილი კვლევის თანახმად, თევზის მსოფლიო პოპულაცია მძიმე მდგომარეობაშია. კვლევის მიხედვით, თევზის მარაგების დაახლოებით ნახევარი გადაჭარბებულ თევზჭერას განიცდის.

როგორც Forrest's Minderoo Foundation-ის ანგარიშშია ნათქვამი, გამოფიტვის მაჩვენებელი გაუარესებულია ბოლო შეფასების შემდეგ, როცა თევზჭერის პრობლემა მთლიანი მარაგის მესამედს ეხებოდა. მსოფლიოში თევზის მარაგების მეათედი ახლა ჩამოშლის ზღვარზეა და თავდაპირველი ზომის 10%-მდეა შემცირებული.

დასკვნები ეფუძნება მთლიანი გლობალური თავზჭერის 48%-ს. გაუკრვეველია მდგრადია თუ არა მარაგის მეორე ნახევარი. კვლევაში 1400-ზე მეტი მარაგი შეფასდა მსოფლიოს 142 ქვეყნიდან.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მარაგების აღდგენას შეიძლება 3-დან 30 წლამდე დასჭირდეს. ფონდმა რეკომენდაცია გაუწია მთავრობების მხირდან ინტერვენციას და ინვესტიციების გაზრდას, ასევე ბიზნესისგან აუდიტისა და მენეჯმენტის უკეთეს პრაქტიკას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიბილა გროსი