LIVE

ჩინეთი Alibaba-სა და Tencent-ს ანტიმონოპოლიური დარღვევის გამო აჯარიმებს

20 ნოე 202119:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 935
ჩინეთი Alibaba-სა და Tencent-ს ანტიმონოპოლიური დარღვევის გამო აჯარიმებს

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები, მათ შორის Alibaba და Tencent Holdings კორპორატიული შესყიდვების გამო დაჯარიმდნენ.

ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიებმა არ შეატყობინეს 43 შესყიდვის შესახებ, რომლებიც განხორციელდა რვა წლის წინ “სამოქმედო კონცენტრაციის” წესების შესაბამისად. თითოეული დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას $80,000-ის ოდენობით.

პეკინმა 2020 წლის ბოლოდან დ აააწესა ნტიმონოპოლიური, მონაცემთა უსაფრთხოებისა და სხვა ტიპის რეგულირებები ტექნოლოგიურ კომპანიებზე. მმართველი პარტია შიშობს, რომ კომპანიებს მეტისმეტად დიდი კონტროლი აქვთ ინდუსტრიებზე.

Alibaba გაყიდვებით მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის კომპანიაა. ის აპრილში $2,8 მილიარდი დაჯარიმდა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც რეგულატორების თქმით, ახშობდა კონკურენციას. საკვების მიწოდების კომპანია Meituan 8 ოქტომბერს $534 მილიონით დაჯარიმდა.