LIVE

კანადელი მოზარდი $36,5 მილიონის კრიპტოვალუტის ქურდობისთვის დააკავეს

21 ნოე 202114:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 904
კანადელი მოზარდი $36,5 მილიონის კრიპტოვალუტის ქურდობისთვის დააკავეს
Bloomberg

კანადელი მოზარდი $36,5 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტის ქურდობისთვის დააკავეს. ეს ერთი ადამიანის მიერ ჩადენილი ყველაზე დიდი კრიპტო ქურდობაა, რაც აქამდე დაფიქსირებულა.

პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლი ტელეფონით თაღლითობის საშუალებით გაძარცვეს, რომელიც ცნობილია როგორც "SIM-ის გაცვლა". ამ დროს თაღლითი მომხმარებლის ტელეფონის ნომერს იტაცებს, რათა ხელი შეუშალოს ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მოთხოვნებს და მიიღოს წვდომა მსხვერპლის ანგარიშებზე.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოპარული კრიპტოვალუტის ნაწილი ონლაინ თამაშების იშვიათი მომხმარებლის სახელის შესაძენად გამოიყენეს, რამაც ისინი საბოლოოდ ანგარიშის მფლობელამდე მიიყვანა.

მოზარდს ბრალი 5 000 კანადური დოლარზე მეტის ქურდობასა და დანაშაულის შედეგად მოპოვებული ქონების ფლობაში ედება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი მაროტა