LIVE

მერია ხელფასებისთვის გამოყოფილ თანხას ₾86 მილიონამდე ზრდის - ბიუჯეტი

17 ნოე 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
მერია ხელფასებისთვის გამოყოფილ თანხას ₾86 მილიონამდე ზრდის - ბიუჯეტი

თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შრომის ანაზღაურებაზე 86 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

აღსანიშნავია, რომ ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა 17%-ით იზრდება 2021 წლის გეგმასთან და ასევე, 43%-ით 2020 წელს დახარჯულ თანხასთან შედარებით. 

საკრებულოს უკვე წარედგინა დედაქალაქის ბიუჯეტის შუალედური პროექტი, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ნაწილი მილიარდ 200 მილიონისგან შედგება, ხოლო დონორებისგან მოზიდული თანხები, დაახლოებით 230 მილიონს შეადგენს. ჯამურად, დედაქალაქის 2022 წლის შუალედური ბიუჯეტი 1,4 მილიარდი ლარით განისაზღვრა.

თბილისის მერი, კახა კალაძე კიდევ უფრო მეტი თანხების მობილიზების იმედს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მისი საარჩევნო პროგრამის შესრულების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი სწორედ დედაქალაქის ბიუჯეტია.