LIVE

კალაძე: თბილისის 2022 წლის შუალედური ბიუჯეტი ₾1.4 მილიარდია

17 ნოე 202112:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 866
კალაძე: თბილისის 2022 წლის შუალედური ბიუჯეტი ₾1.4 მილიარდია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2022 წლის შუალედური ბიუჯეტი მილიარდ 430 მლნ-ზეა წარდგენილი.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საბიუჯეტო ნაწილი მილიარდ 200 მილიონი ლარისგან შედგება, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული.

„ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესრულების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ყველამ კარგად იცის, რომ მუნიციპალური ბიუჯეტია. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა მომდევნო წლების განმავლობაში, მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწიოს.

დღეს რაც არის წარდგენილი საკრებულოში, ეს არის შუალედური ბიუჯეტი. მას შემდეგ, რაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან განხილვას და მოლაპარაკებას დავასრულებთ, დამატებითი სახსრების მობილიზების შესახებ გვეცოდინება და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებას ინფორმაციის სახით მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.