LIVE

კოსმოსში ადგილი კიდევ ერთ მილიარდერს სურს

21 ნოე 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1124
კოსმოსში ადგილი კიდევ ერთ მილიარდერს სურს

როდესაც მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანი სატელიტის ბიზნესში დებს ფულს, ბრძოლაში ჩასართავად მამაცი მილიარდერია საჭირო. Telecoms-ის მაგნატ პატრიკ დრაჰის არ აკლია გამბედაობა, მაგრამ შეიძლება შეჯიბრზე ძალიან დააგვიანდეს.

სატელიტები უცებ გახდა ცხელი ინვესტიცია. დედამიწის დაბალი ორბიტის (LEO) ახალ მოწყობილობებს შეუძლიათ უზრუნველყონ მაღალსიჩქარიანი ვებ-სერფინგი ყველგან. ეს ქმნის კომერციულ შესაძლებლობას, რამაც ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი მოხიბლა. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანები, რომლებსაც გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბების ფუფუნება აქვთ, ამ ფრაგმენტულ და კაპიტალის მხრივ ინტენსიურ ინდუსტრიაზე ზეწოლას აძლიერებენ.

პარალელურად, პარიზის ლისტინგში განთავსებულმა Eutelsat Communications-მა სექტემბერში განაცხადა, რომ დრაჰისგან $3,2 მილიარდიან გადაბარებაზე უარი თქვა. მას შემდეგ საკითხის გარშემო სიჩუმეა. მიუხედავად ამისა, Eutelsat-ი არაფორმალურ შეთავაზებაზე მაღლა ვაჭრობს, ინვესტორები კი გარიგების მოლოდინში არიან.

ძნელი მისახვედრი არ არის რატომ. Eutelsat-ი სრულყოფილად მოერგება დრაჰის ვალით შეძენის და შემდეგ ხარჯების შემცირების ფორმულას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის მომწიფებული კომპანია, რომელიც სატელიტური ტელევიზიის ბიზნესის შემცირების გავლენას განიცდის.

უფრო მეტიც, ლონდონში დაფუძნებულ OneWeb-ში კომპანიის წილი გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენს სატელიტის თემის მიმართ.

ასეთი გარიგებისთვის არსებობს სახელმძღვანელო მოდელი: კერძო ინვესტიციის შეთავაზება Inmarsat-ისთვის, რომელიც მაღალ ორბიტაზე თანამგზავრებს ისეთი კავშირების გადასაადგილებლად მართავს, როგორიც თვითმფრინავებს და გემებს სჭირდებათ.

მიმდინარე თვის დასაწყისში, Viasat-მა, კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მაღალი სიმაღლის თანამგზავრებშია სპეციალიზირებული, Inmarsat-ისთვის $4 მილიარდის გადახდას დათანხმდა.

უარყოფითი რეაქცია ამ გარიგებაზე, Viasat-ის აქციების ფასის 20%-იანი ვარდნა, გადასახდელ ღირებულებას დაახლოებით 3,3 მილიარდ დოლარამდე ამცირებს. მაგრამ ვარდნა მოჰყვა აქციების უჩვეულო ზრდას გარიგების გამოცხადების წინ, რაც შესაძლოა, შეძენის ნაცვლად გასხვისების მოლოდინს უკავშირდებოდეს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საჯარო ბაზრის აქციონერები ჩვეულ სიფრთხილეს ავლენენ ვალით დატვირთული შენაძენის მიმართ. მიუხედავად ამისა, ტრანზაქცია აძლიერებს Viasat-ის ძირითად კომპეტენციას და აქვს მისი მთავარი აქციონერის მხარდაჭერა.

შესაძლოა, დრაჰიმ ეს ხრიკი Eutelsat-თან გაიმეოროს. თუმცა, Eutelsat-მა თავად უნდა შეძლოს ხარჯების შემცირება და თუ კონსოლიდაციაში მონაწილეობა მისი ბედია, მას არ უნდა სჭირდებოდეს დრაჰი, როგორც შუამავალი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის ჰიუს