LIVE

პუტინი ბელორუსის მხრიდან EU-სთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია

13 ნოე 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 894
პუტინი ბელორუსის მხრიდან EU-სთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აპირებს, მოელაპარაკოს ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. 

პუტინის თქმით, გაზის მიწოდების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის სატრანზიტო პარტნიორების ურთიერთობას. ბელარუსის მილსადენები რუსულ Gazprom-ს ეკუთვნის, რაც ამცირებს გაჩერების რისკს.

“ამაში კარგი არაფერია და, რა თქმა უნდა, მას დაველაპარაკები. თეორიულად, ლუკაშენკოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პრეზიდენტს, ალბათ შეუძლია გასცეს ბრძანება და შეწყვიტოს მიწოდება ევროპაში, თუმცა ეს იქნება ჩვენი სატრანზიტო კონტრაქტის დარღვევა”, - განაცხადა პუტინმა ინტერვიუში.

პუტინის განცხადებებმა შესაძლოა გარკვეული შვება მოუტანოს ევროპის გაზის ბაზარს. საბაზისო ფასები პარასკევს შემცრიდა, რადგან რუსეთმა კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირება, რომ შეასრულებს მიწოდების ვალდებულებებს.

ფიუჩერსები მკვეთრად გაიზარდა ერთი დღით ადრე მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ თქვა, რომ შეუძლია შეაჩეროს გაზის ტრანზიტი, თუ ევროკავშირი სერიოზულ ჯარიმებს დაუწესებს ბელარუსს, რომელმაც ათასობით მიგრანტი გაგზავნა ევროკავშირის საზღვართან პოლონეთში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არქიპოვი