LIVE

ლუკაშენკო ევროკავშირს გაზის ტრანზიტის შეწყვეტით ემუქრება

11 ნოე 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1430
ლუკაშენკო ევროკავშირს გაზის ტრანზიტის შეწყვეტით ემუქრება
Dmitry Asthakov

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირში გაზის ტრანზიტის შეჩერებას განიხილავს, თუ ბლოკთან სასაზღვრო დაპირისპირების გამო ქვეყანას ახალი სანქციები დაუწესდება.

“თუ ისინი დამატებით სანქციებს შემოიღებენ, რაც უსიამოვნო და მიუღებელია, მოგვიწევს პასუხის გაცემა“,- განუცხადა ლუკაშენკომ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta-ს მინსკში მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ავტორიტარულმა ლიდერმა ასევე დაადასტურა, რომ სთხოვა რუსეთს, განეთავსებინა სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა ქვეყნის საზღვრებზე პატრულირებისთვის და განიხილავს ევროპაში საქონლის ტრანზიტის შეჩერებას, ისევე როგორც სხვა შესაძლო ზომებს.

ლუკაშენკოს გაღიზიანების მიზეზი მოსალოდნელი სანქციები გახდა. ევროკავშირი ბლოკის საზღვრებთან ათასობით მიგრანტის გაგზავნის გამო მინსკის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალ სერიას ამზადებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ ემზადებიან მინსკის რეჟიმის დასასჯელად ბლოკზე “ჰიბრიდული თავდასხმის” ორგანიზებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ კუდრიცკი