LIVE

10 თვეში საქართველოს ავტომობილების იმპორტი $682 მილიონი დაუჯდა

20 ნოე 202113:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1362
10 თვეში საქართველოს ავტომობილების იმპორტი $682 მილიონი დაუჯდა

მიმდინარე წლის 10 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 13.4%-ით გაიზარდა. 

კერძოდ, 10 თვეში საქართველომ 88 105 ცალი მსუბუქი ავტომობილის იმპორტში $681.5 მილიონი გადაიხადა.

$404 მილიონით (59 657 ავტომობილი) მსუბუქი მანქანების მთავარი იმპორტიორი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებია. $129.4 მილიონით და 8 290 ერთეულით მეორე ადგილზე იაპონიაა. გერმანიიდან, რომელიც მესამე ადგილზეა $63 მილიონის 7 519 ავტომობილია იმპორტირებული. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 10 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 344-დან 292-მდე, ანუ 15%-ით შემცირდა ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების იმპორტი. მიმდინარე წელს ელექტრომობილების მთავარი იმპორტიორი აშშ-ია (150 ავტომობილი). მეორე ჩინეთია 57 ავტომობილით და მესამე გერმანია 24 ავტომობილით. 

ამასთან, „საქსტატის"  მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 51.7%-ით, 33 677 ერთეულიდან 51 097-მდე გაიზარდა და $372.2 მილიონი შეადგინა.