აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო 10 წელში საქართველოდან "მწვანე ბარათის" მიღების მსურველთა რიცხვი თითქმის გასამმაგდა. თუ 2011 წელს აპლიკაცია 39,253 ადამიანმა შეავსო, 2021 წელს ეს რიცხვი 112,464-მდე გაიზარდა.
"მწვანე ბარათზე" ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოდან 2020 წელს შევიდა. პანდემიურ წელს რეგისტრირებულთა რიცხვმა 141,693-ს მიაღწია.
2021 წელს 2022 წლისთვის გათამაშებაში ბარათი 1,899 ქართველმა მიიღო.
ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია 2023 წლისთვის ბარათების მისაღებად. პროგრამაში რეგისტრაციისათვის 2021 წლის 9 ნოემბრამდე აპლიკაციები ელექტრონულად უნდა შეივსოს. გათამაშებაში გამარჯვებულები 2022 წლის მაისში გამოვლინდებიან.
"მწვანე ბარათის" (DV) პროგრამა 1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა. გათამაშების მიზანს შეერთებულ შტატებში იმიგრანტი მოსახლეობის დივერსიფიცირება წარმოადგენს.