LIVE

ელჩების მიმართ ერდოღანის მუქარის შემდეგ, ლირა რეკორდულად გაუფასურდა

25 ოქტ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1534
ელჩების მიმართ ერდოღანის მუქარის შემდეგ, ლირა რეკორდულად გაუფასურდა
Getty Images

თურქეთის დიპლომატიური კონფლიქტის შემდეგ აშშ-სთან და სხვა ქვეყნების მთავრობებთან, ლირა რეკორდულად გაუფასურდა.

ორშაბათს, ლირა 2.5%-ით დაეცა აზიის ადრეულ ვაჭრობაში. ვალუტა დოლართან მიმართებით 1.5%-ით გაუფასურდა სტამბოლში 10:48 საათისთვის.

გასულ კვირას რეფინანსირების განაკვეთის მოსალოდნელზე მეტად შემცირების შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებების ფონზე, ვალუტა გაყიდვების ახალი ტალღის სამიზნე აღმოჩნდა. ერდოღანმა შაბათს განაცხადა, რომ თურქეთი 10 ქვეყნის ელჩს აღარ მიიღებს მას შემდეგ, რაც მათ ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსის გათავისუფლება მოითხოვეს. ინვესტორები თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ოფიციალურ ნაბიჯს ელოდებიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: თუქჩე ოზოი და ნეტი იდაიუ ისმაილი