LIVE

ტრამპი ჩინეთს ახალ შეზღუდვებს უწესებს

04 დეკ 202015:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 461
ტრამპი ჩინეთს ახალ შეზღუდვებს უწესებს
© 2020 Bloomberg L.P.

ოვალური ოფისის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე დონალდ ტრამპმა ჩინეთს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. სანქციები ამჯერად ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებზე გავრცელდება, რომლებიც ამერიკაში სამოგზაურო ვიზებს ვეღარ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას 92 მილიონი წევრი ჰყავს, მათ შორის ეროვნული და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლები, ასევე ბიზნესმენები. მათ შორის ქვეყნის რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანი, Alibaba-ს დამფუძნებელი, ჯეკ მა. 

გარდა ამისა, მოქმედმა პრეზიდენტმა ბამბის იმპორტი აუკრძალა კომპანიას, რომელიც სამხედრო ძალებთან არის დაკავშირებული და მიზეზად თანამშრომლების ექსპლუატაცია დაასახელა.

ჩინეთის მთავრობის მრჩეველი, ში ინონგი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ართულებს და აუცილებელია მოლპარაკებების დაწყება. 

"ჩვენ არ ვიცით ეთანხმება თუ არა ბაიდენი ამ ნაბიჯებს. თუნდაც არ ეთანხმებოდეს, მისი შესაძლებლობები ლიმიტირებული იქნება მას შემდეგ, რაც ეს რეგულაციები ძალაში შევა," განაცხადა მან.

ახალი სანქციების მიღმა, მოსალოდნელია, რომ ტრამპი თანამდებობის დატოვებამდე ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომელიც ჩინურ კომპანიებს ამერიკული სავალუტო ბირჟებზე წვდომას შეუზღუდავს. ეს ინიციატივა წარმომადგენელთა პალატამ უკვე მიიღო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: Bloomberg News.