LIVE

აშშ-ში ხახვთან დაკავშირებული სალმონელა გავრცელდა

22 ოქტ 202113:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 924
აშშ-ში ხახვთან დაკავშირებული სალმონელა გავრცელდა

აშშ-ს 37 შტატში სალმონელას მასობრივად გავრცელების შემდეგ, მოსახლეობას წითელი, თეთრი და ყვითელი ხახვის გადაყრას ურჩევენ.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) განაცხადა, რომ ინფექციების ერთ-ერთი წყარო აღმოჩენილია მექსიკაში, ჩიუაუადან იმპორტირებულ და ProSource-ის მიერ გავრცელებულ ხახვში.

ამ დროისთვის დაავადებულია 652 ადამიანი, 129 კი ჰოსპიტალიზებულია. გარდაცვალების შემთხვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. CDC-ის განცხადებით, დაავადებულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. ინფექციები 31 მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირდა.

CDC მოსახლეობას ურჩევს, არ იყიდონ ჩიუაუადან შემოტანილი ხახვი, გადაყარონ ყველა ხახვი, რომელსაც არ აქვს სტიკერი ან შეფუთვა და მორეცხონ ყველა ზედაპირი, რომელიც შესაძლოა ხახვს შეეხო.

სალმონელას სიმპტომებია დიარეა, ცხელება და მუცლის მოვლითი ტკივილები. სიმპტომები დაბინძურებული საკვების მიღებიდან ექვსი საათიდან ექვს დღემდე ვადაში ვლინდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მილსონი