LIVE

The Verge: Facebook რებრენდინგს ახალი სახელით გეგმავს

20 ოქტ 202112:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1247
The Verge: Facebook რებრენდინგს ახალი სახელით გეგმავს

Facebook კომპანიის რებრენდინგს ახალი სახელით გეგმავს, რათა ფოკუსირება მოახდინოს მეტავერსზე, იგივე ვირტუალურ რეალობაზე, იტყობინება The Verge.

მეტავერსი არის იდეა, რომ მომხმარებლები ცხოვრებენ, მუშაობენ და ვარჯიშობენ ვირტუალურ სამყაროში. კომპანიის Oculus ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და სერვისი ამ ხედვის რეალიზაციის ინსტრუმენტული ნაწილია.

სახელის შეცვლის საკითხს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, სავარაუდოდ, 28 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაზე გეგმავს. Facebook-ის ორიგინალური აპლიკაციის ბრენდირება შეიძლება არ შეიცვალოს, რადგან მისი პორტფოლიო მოიცავს სხვა ბრენდებს მილიარდი მომხმარებლით, როგორიცაა Instagram და WhatsApp. 

Facebook-ის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ კომპანია არ აკეთებს კომენტარს ჭორებსა და სპეკულაციებზე.

მარკ ცუკერბერგმა, რომელმაც 2004 წელს დააარსა სოციალური ქსელი, თქვა, რომ Facebook-ის მომავლის გასაღები ვირტუალური რეალობის კონცეფციაა.

“მრავალი თვალსაზრისით, მეტავერსი არის სოციალური ტექნოლოგიის საბოლოო გამოხატულება”,- ამბობს ცუკერბერგი.

რებრენდინგი ხდება იმ დროს, როდესაც Facebook-ი მარეგულირებელი ორგანოების, კანონმდებლებისა და აქტივისტების კრიტიკის ქვეშაა. მამხილებელმა ფრენსის ჰაუგენმა ათასობით დოკუმენტი გაუზიარა მარეგულირებლებს და Wall Street Journal-ს. დოკუმენტები ასახავს Facebook-ის ბრძოლას შინაარსის მოდერაციასთან და სავარაუდო მავნე ზემოქმედებას Instagram-ზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი