ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით უცვლელად დარჩა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 3.1383 ლარია.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6439 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6291 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.48 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.