LIVE

Youtube-ის "კონტენტის შემქმნელების ეკონომიკა" 394 000 სრული განაკვეთის სამუშაო ადგილს უდრის

06 ოქტ 202118:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 980
Youtube-ის "კონტენტის შემქმნელების ეკონომიკა" 394 000 სრული განაკვეთის სამუშაო ადგილს უდრის

Youtube-ის „კონტენტის შემქმნელების ეკონომიკა“ აშშ-ში სრული განაკვეთის 394 000 სამუშაო ადგილის ეკვივალენტია. გასულ წელს ამ მიმართულებიდან ქვეყნის მშპ-ს $20.5 მილიარდი შეემატა. კვლევა დამოუკიდებელმა საკონსულტაციო ფირმა Oxford Economics-მა, YouTube-ის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა.

აშშ-ის მთავრობის შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა რიცხვი 124 მილიონს შეადგენდა. მთავრობის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მონაცემებით, ამავე დროისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით იყო $21 ტრილიონი იყო.  

YouTube-ს, მსოფლიოში უდიდეს ვიდეო პლატფორმას, ყოველთვიურად მინიმუმ 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

კვლევის მიხედვით, გასულ წელს YouTube-ის 38 000-ზე მეტ ამერიკულ არხს მინიმუმ 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა, ხოლო 5 000-ზე მეტ არხს მინიმუმ - 1 მილიონი.