LIVE

სკარლეტ იოჰანსონისა და Disney-ს დავა დასრულდა

01 ოქტ 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1075
სკარლეტ იოჰანსონისა და Disney-ს დავა დასრულდა

სკარლეტ იოჰანსონისა და Walt Disney-ის სამართლებრივი დავა დასრულებულია. მხარეებს შეთანხმების პირობები არ გაუმჟღავნებიათ. 

კინოაკადემიის ორგზის ნომინანტმა, 36 წლის სკარლეტ იოჰანსონმა Disney კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ ივლისში სასამართლო დავა წამოიწყო. ვარსკვლავი ამტკიცებდა, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ ფილმ "შავი ქვრივის" სტრიმინგზე გაშვებით დაარღვია პირობა, რომლის თანახმად, ის მხოლოდ კინოთეატრებში გავიდოდა. ამის გამო, მსახიობმა ნაკლები ანაზღაურება მიიღო. 

”მიხარია, რომ ჩვენი უთანხმოებები გადაწყდა. წარმოუდგენლად ვამაყობ საქმით, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გავაკეთეთ და დიდად ვისიამოვნე გუნდთან ჩემი შემოქმედებითი ურთიერთობით. მოუთმენლად ველი მომავალში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას",- წერს მსახიობი. 

განცხადება გაავრცელა კომპანიამაც. Walt Disney Studios-ს თავმჯდომარე, ალან ბერგმანი ამბობს, რომ მსახიობთან შეთანხმებით კმაყოფილი არიან. 

”ვაფასებთ მის წვლილს Marvel Cinematic Universe-ში და მოუთმენლად ველით მუშაობის გაგრძელებას უამრავ მომავალ პროექტზე, მათ შორის Disney’s Tower of Terror-ზე”,- ნათქვამია განცხადებაში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობ გოლუმი