LIVE

საქართველომ $225 მილიონის საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყიდა

04 ოქტ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1213
საქართველომ $225 მილიონის საყოფაცხოვრებო ტექნიკა იყიდა

საქართველომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის (ტელევიზორები, მობილური ტელეფონები, მაცივრები, კონდიციონერები, კომპიუტერები) იმპორტში გაწეული ხარჯი 39%-ით გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ჯამში $225.2 მილიონის საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 33%-ითა და 66%-ით მოიმატა მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის იმპორტმა. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" "საქსტატიდან" აცნობეს, 8 თვეში მობილური ტელეფონების იმპორტმა $107.4 მილიონი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანამ $96.8 მილიონის კომპიუტერული ტექნიკა იყიდა.