LIVE

ბრიტანეთი ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს

24 სექ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 548
ბრიტანეთი ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს
Christopher Furlong/Getty Images

გაერთიანებული სამეფო განიხილავს ახალ წინადადებებს უელსში, Wylfa-ს ბირთვული ენერგიის სადგურის ახალი პროექტის შესახებ. ერთი წლის წინ დაფინანსების არარსებობის გამო სხვა გეგმა შეჩერდა.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ბირთვული ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნულოვანი ემისიის სამიზნე მაჩვენებელს საუკუნის შუა პერიოდისათვის, მაგრამ მას გაუჭირდა ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელება. ბირთვული ენერგიის პროგრამის გაძლიერება ხდება იმ დროს, როდესაც ბრიტანეთი ენერგეტიკულ კრიზისს ებრძვის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდა კი ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვის რისკს ზრდის.

ბიზნესის, ენერგიისა და სამრეწველო სტრატეგიის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩაატარა “წინასწარი: მოლაპარაკებები ორ ჯგუფთან Wylfa-ს ობიექტზე. Bechtel Group-ის მონაწილეობით შემოთავაზებები შემოვიდა ამერიკული კონსორციუმისგან Westinghouse Electric ფართომასშტაბიანი AP1000 რეაქტორისთვის და Shearwater Group-ის მცირე მოდულური რეაქტორის პროექტისათვის ქარის მეურნეობასთან ერთად, განუცხადა დეკლან ბურკემ, მთავრობის დეპარტამენტის ბირთვული პროექტების დირექტორმა ხუთშაბათს დეპუტატთა ჯგუფს.

“Wylfa არის სადგური, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და რამდენიმე წელია ინტერესდება AP1000-ით. ჩვენ მართლაც კარგი დისკუსიები გვქონდა ბეისთან ბოლო 12 თვის განმავლობაში”,- თქვა ლინდსი როშმა, გაერთიანებული სამეფოს ვესტინგჰაუსში მთავრობის ურთიერთობების დირექტორმა. 

Hitachi გასულ წელს Wylfa-ს ობიექტზე დაგეგმილი ბირთვული პროექტიდან მას შემდეგ გავიდა, რაც მთავრობასთან დაფინანსების შესახებ მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ 2025 წლისთვის სულ მცირე ერთი ფართომასშტაბიანი რეაქტორი აშენდება.

გაზისა და ელექტროენერგიის რეკორდულმა ფასებმა დიდი ბრიტანეთის ენერგომომწოდებლების კოლაფსი გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის კრიზისი, ნაწილობრივ ქარის ენერგიის დროებითი ნაკლებობის გამო, ბირთვული ენერგიის აქტუალობას ზრდის.

Bloomber-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რეიჩელ მორისონი და ალექს მორალესი