LIVE

AMC-ი Dogecoin-ის გადახდის საშუალებად მიღებას გეგმავს

23 სექ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 913
AMC-ი Dogecoin-ის გადახდის საშუალებად მიღებას გეგმავს

AMC Entertainment-ს, მსოფლიოს უმსხვილეს კინოთეატრების ქსელს, Dogecoin-ის გადახდის საშუალებად მიღება სურს.

კომპანიის დირექტორმა ადამ არონმა განაცხადა, რომ Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვაში 140,000-მა ადამიანმა, ანუ გამოკითხვის მონაწილეთა 77%-მა, ხმა კრიპტოვალუტის მიღებას მისცა. AMC-ი გეგმავს, წლის ბოლომდე მომხმარებელს ქსელში კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად გამოყენება შეეძლოს, მათ შორის ბიტკოინის, ეთერიუმის, Litecoin-ისა და Bitcoin Cash-ის.

არონის თქმით, ეს ტვიტი იყო ყველაზე ნახვადი და გაზიერებადი მის მიერ გამოქვეყნებული ტვიტებიდან. ინტერნეტში მისმა აქტივობამ ასევე გაზარდა AMC-ის აქციების მხარდაჭერა. მისი მიმდევრები მოუწოდებდნენ სხვებს შეიძინონ აქციები. მიუხედავად კინოთეტრებზე პანდემიის ეფექტისა, AMC-ი მიმდინარე წელს თითქმის 1,800%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კელი გილბომი