
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ წელს საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა "სავსებით შესაძლებელია".
"აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. კერძოდ, თუკი აპრილში ბანკში ზრდის პროგნოზს 3.5%-ის დონეზე ვარაუდობდნენ, ახლა თავისუფლად ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია, ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ“,- განაცხადა თურნავამ.
ADB-ის პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მთავრობა ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის.