LIVE

მილიარდერი ცოლ-ქმარი ჯონ და ჯენი პოლსონები განქორწინდებიან

23 სექ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 957
მილიარდერი ცოლ-ქმარი ჯონ და ჯენი პოლსონები განქორწინდებიან
Bloomberg

ჯონ და ჯენი პოლსონები 20 წლიან ქორწინებას ასრულებენ. Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, 65 წლის ჯონ პოლსონი $4,8 მილიარდს ფლობს. პოლსონმა ქონების ძირითადი ნაწილი 2008 წლის ფინანსური კრიზისამდე აშშ-ს საბინაო ბაზრის წინააღმდეგ წარმატებული ფსონის წყალობით გამოიმუშავა.

ფინანსური კრიზისის დროს, როდესაც აშშ-ს სუბსტანდარტული იპოთეკური ობლიგაციები ჩამოიშალა, პოლსონმა თავისთვის და ინვესტორებისთვის $20 მილიარდი გამოიმუშავა. მას შემდეგ, რაც პოლსონმა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გარიგება შეასრულა, მილიარდერისთვის ნაკლებად წარმატებული წლების სერია დაიწყო. 2011 წლის $38 მილიარდიანი პიკიდან 2019-ში აქტივების $9 მილიარდამდე შემცირების შემდეგ, პოლსონმა ჰეჯ-ფონდის ფირმა საოჯახო ოფისად აქცია და ძირითადად საკუთარი ფულის მართვა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ პოლსონების განქორწინება შეიძლება ერთ-ერთი უმსხვილესი იყოს ისტორიაში, ორი ბოლოდროინდელ განქორწინებასთან შედარებით ჩრდილქვეშ ექცევა. Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეიტსთან განქორწინების შემდეგ, მელინდა გეიტსს მილიარდობით დოლარის აქციები შეხვდა სხვადასხვა კომპანიებში. ხოლო მაკენზი სკოტი, Amazon.com-ის თავმჯდომარის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი, განქორწინების შემდეგ მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესი ქალი გახდა და მისი ქონება $56,4 მილიარდს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეტრინ ბარტონი და პიერ პოლდენი