LIVE

რუსეთი ნავთობის წარმოების პოსტსაბჭოთა მაქსიმუმამდე გაზრდას აპირებს

23 სექ 202110:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 429
რუსეთი ნავთობის წარმოების პოსტსაბჭოთა მაქსიმუმამდე გაზრდას აპირებს
Bloomberg

OPEC+-ის წარმოების შეზღუდვის შემსუბუქების ფონზე, რუსეთი მომავალი წლისთვის ნავთობის მოპოვების პოსტსაბჭოთა მაქსიმუმამდე დაბრუნებას ელის.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსული კომპანიები ნედლი ნავთობისა და კონდენსატის კომბინირებულ წარმოებას 8%-ით ზრდიან. დოკუმენტის მიხედვით, წარმოება 2022 წელს 559,9 მილიონ ტონამდე გაიზრდება და ამ დონეზე დარჩება 2023-დან 2024 წლამდე.

Bloomberg-ის გაანგარიშებით, მომავალი წლისთვის რუსეთის დაგეგმილი წარმოება საშუალოდ 11,24 მილიონ ბარელს შეადგენს. 2019 წელს რუსეთმა 11.25 მილიონი ბარელი აწარმოა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში.

OPEC-ის ქვეყნები და მოკავშირეები, მათ შორის რუსეთი, Covid-19-ის პანდემიის ზემოქმედების შემდეგ, წარმოების აღდგენის პროცესში არიან. ყოველთვიურად ჯგუფი ბაზარზე დღეში 400 000 ბარელს დაამატებს, აქედან დაახლოებით მეოთხედი რუსეთიდან მოდის. 

მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ წარმოების გაძლიერების შესაძლებლობის შესახებ კითხვები გაჩნდა. აგვისტოში ქვეყნის ნავთობის გამომუშავება შემცირდა, OPEC+-ის სამიზნე მაჩვენებელი კი გაიზარდა. რუსეთმა ასევე აჩვენა წარმოების ყოველთვიური შემცირება მაისში და ივნისში. თუმცა,  ქვეყნის წარმოება სექტემბრის პირველ ნახევარში აღდგა და აგვისტოს შედეგს 2,6%-ით გადააჭარბა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანდრეი ბირიუკოვი და ოლგა ტანასი