LIVE

ბილ გეიტსმა სუფთა ტექნოლოგიების მხარდასაჭერად $1 მილიარდი შეაგროვა

20 სექ 202121:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 834
ბილ გეიტსმა სუფთა ტექნოლოგიების მხარდასაჭერად $1 მილიარდი შეაგროვა
Bloomberg

ბილ გეიტსმა, BlackRock-ის დირექტორ ლარი ფინკისა და Microsoft-ის დირექტორ სატია ნადელას მხარდაჭერით, Breakthrough Energy Catalyst-ის პროგრამისთვის $1 მილიარდზე მეტი კორპორატიული დაფინანსება შეაგროვა. პროგრამის მიზანი მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი სუფთა ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების მოპოვებაა.

BlackRock-ი საქველმოქმედო ფონდიდან ხუთწლიან $100 მილიონიან გრანტს გამოყოფს. Microsoft-ი და სხვა მხარდამჭერები კი პროექტებისთვის კაპიტალს და ე.წ. შესყიდვის შეთანხმებებს უზრუნველყოფენ.

გეითსმა Breakthrough Energy Catalyst-ის პროგრამა კლიმატის კრიზისის ოთხი ძირითადი გადაწყვეტის გზის კომერციული სიცოცხლისუნარიანობის დასაჩქარებლად შექმნა. ესენია: მწვანე წყალბადი, მდგრადი საავიაციო საწვავი, ბატარეის ხანგრძლივი შენახვა და ჰაერიდან ნახშირბადის შენახვა.

პრაქტიკაში, Breakthrough Energy Catalyst-ი გასცემს დაფინანსებას, რომელიც კაპიტალტევადი პროექტების წამოსაწყებად არის საჭირო, სანამ სესხი ან სამთავრობო სახსრები ხარჯების დარჩენილი 90%-ს დაფარავს.

”მოდელი აქ არის ის, რაც მოხდა ქარისა და მზის ენერგიის და ლითიუმ-იონის შემთხვევაში. ამ პროდუქტებს ჰქონდათ ძალიან მაღალი ფასები ჩვეულებრივ მეთოდებთან შედარებით. საბედნიეროდ, გერმანიამ და იაპონიამ და სხვა მყიდველებმა დააფინანსეს ზრდა და ახლა ეს პროდუქტები შეესაბამება კლიენტის ინვესტიციის ნორმალურ მაჩვენებლებს”,- ამბობს გეიტსი.

განსხვავება ახლა არის დროის სიმწირე. მთავრობები, რომლებმაც ხელი მოაწერეს 2015 წლის პარიზის შეთანხმებას კლიმატის შესახებ, იბრძვიან შუა საუკუნოვანი ნულოვანი ემისიის მიზნის მისაღწევად, რაც მოითხოვს არა მხოლოდ გამონაბოლქვის შემცირებას, არამედ ნახშირორჟანგის გაქრობას დედამიწის ატმოსფეროდან.

მსოფლიოს ცხრა უმსხვილესმა ეკონომიკამ და კომპანიებმა, მათ შორის BlackRock-მა, ამ მიზნის მიღწევის პირობა დადეს.

გეითსმა ინტერვიუში ასევე პროგრამის ვადებსა და რამდენიმე პარამეტრზე ისაუბრა. Breakthrough Energy Catalyst-ი პროექტების დაფინანსებას 2022 წელს, დაიწყებს. სავარაუდოდ, პროგრამა თითოეული სფეროდან რამდენიმე პროექტს დააფინანსებს.

დაფინანსება დაფარავს ადრეულ ეტაპზე არსებულ ხარჯებს, როგორიცაა დიზაინი და შესაძლოა, ჯამური ღირებულების 10%. გეგმა გულისხმობს სულ 20-მდე კომპანიის აყვანას წამყვან პარტნიორებად, ასევე კერძო კაპიტალის მოცულობის $3 მილიარდამდე გაზრდას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ერიკ შაძეკერი და აშკატ რატი