LIVE

ბიტკოინის მაინინგზე დახარჯულმა ელექტროენერგიამ 2020 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა

13 სექ 202116:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
ბიტკოინის მაინინგზე დახარჯულმა ელექტროენერგიამ 2020 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა
Bloomberg

ბიტკოინის ქსელმა 2020 წელს დაახლოებით 67 ტერა ვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. 2021 წელს ციფრული ვალუტის მოხმარებამ ამ შედეგს უკვე გადააჭარბა.

პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბიტკოინის ენერგიის საერთო მოხმარება, სავარაუდოდ, 91 ტერა ვატ საათი იქნება - იმდენივე, რასაც პაკისტანი მოიხმარს.

უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასის ზრდასთან ერთად, უფრო მეტი მაინერი ნაკლებად ენერგოეფექტური მანქანებით უერთდება ქსელს, რაც ენერგიის მოხმარებას ზრდის. ეს ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია კრიპტომოპოვების ეფექტურობის ამაღლება და ელექტროენერგიისთვის დაბალი ნახშირბადის ენერგიის წყაროებზე გადასვლა.

კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგია მზარდია საქართველოშიც. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2021 წლის 5 თვეში პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირებული კრიპტოვალუტის მწარმოებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ქვეყნის მთლიანი მოხმარების 3.1%-ს შეადგენს და ჯამში 183 მილიონი კილოვატ საათია. მოხმარების ეს რაოდენობა კრიპტოვალუტის მხოლოდ სამ მსხვილ მწარმოებელზე მოდის და მათგან განსაკუთრებით დიდი რაოდენობის (159.5 მლნ.კვტსთ.) ელექტროენერგია შპს „ბი ეფ დი სი ჯორჯიამ“, ანუ „ბიტფიურიმ“ მოიხმარა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ამანდა ალი