LIVE

ალუმინის ფასმა 13 წლის განმავლობაში პირველად $3 000-ს მიაღწია

13 სექ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 627
ალუმინის ფასმა 13 წლის განმავლობაში პირველად $3 000-ს მიაღწია
Bloomberg

ალუმინის ფასმა ლონდონში, პირველად 13 წლის განმავლობაში, $3 000-ს მიაღწია. ეს იმ მოლოდინის ფონზე, რომ მიწოდების შეფერხება გაგრძელდება, ხოლო მოთხოვნა გაიზრდება.

მეტალის ფასი ზრდას კვლავ განაგრძობს მას შემდეგ, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა. ჩინეთის ემისიების შემცირებისა და ენერგიის დაზოგვის მცდელობის ფონზე, წარმოება შემცირდა, ხოლო ბოქსიტის მწარმოებელ გვინეაში გადატრიალებამ შფოთი გამოიწვია ალუმინის წარმოებაში გამოყენებული მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით. Goldman Sachs-ის მიხედვით, ევროკავშირის ქარხნები ასევე უმკლავდებიან გაზრდილ ხარჯებს. 

ჩიკაგოს Harbour Aluminium Summit-ის მონაწილეების აზრით, ინდუსტრიას  მარაგებში არეულობა მიმდინარე წლის ბოლომდე ან 2022 წლის ნაწილამდე გაჰყვება. ზოგი პროგნოზით, საკითხის მოგვარებას შეიძლება ხუთი წელი დასჭირდეს. 

ენერგო ინტენსიური ლითონის ფასი გასული წლის განმავლობაში დაახლოებით ორი მესამედით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია