LIVE

ლარი გამყარდა - გაცვლითი კურსი

10 სექ 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 1044
ლარი გამყარდა - გაცვლითი კურსი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1140 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1157 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.17 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6842 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6865 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.