LIVE

WhatsApp-ი მონაცემთა გამჭვირვალობის დარღვევის გამო $266 მილიონით დაჯარიმდა

02 სექ 202119:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1209
WhatsApp-ი მონაცემთა გამჭვირვალობის დარღვევის გამო $266 მილიონით დაჯარიმდა
Bloomberg

Facebook-ის WhatsApp-ს $266 მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა იმ მიზეზით, რომ აპლიკაცია არ იყო გამჭვირვალე პერსონალური ინფორმაციის მართვის შესახებ. ეს პირველი ჯარიმაა ევროკავშირის მონაცემების დაცვის კანონის გამკაცრების შემდეგ.

"ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ", Silicon Valley-ის კონფიდენციალურობის უმთავრესმა დამკვირვებელმა ევროპაში, განაცხადა, რომ აღმოაჩინა დარღვევები WhatsApp-ის მიერ მომხმარებლების და არა მომხმარებლების მონაცემების გადამუშავებაში და ასევე, როგორ ზიარდებოდა მონაცემები WhatsApp-სა და Facebook-ის სხვა კომპანიებს შორის.

WhatsApp-ის ჯარიმა მოსდევს Amazon.com-ის რეკორდულ 746 მილიონი ევროს ჯარიმას პერსონალური მონაცემების ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციების დარღვევით დამუშავებისთვის.

GDPR(General Data Protection Regulation) კანონის თანახმად, ხელისუფლებას უფლება აქვს დააჯარიმოს კომპანიები მათი წლიური გაყიდვების 4%-ით.

”ჩვენ არ ვეთანხმებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ ხალხს 2018 წელს. ჯარიმები სრულიად არაპროპორციულია. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა WhatsApp-ის წარმომადგენელმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი და კეტრინ გემელი