LIVE

ბრიტანეთი ევაკუაციის გასაგრძელებლად თალიბანთან მოლაპარაკებას აწარმოებს

01 სექ 202111:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 540
ბრიტანეთი ევაკუაციის გასაგრძელებლად თალიბანთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Reuters

დიდი ბრიტანეთი თალიბანთან ავღანეთში ევაკუაციის გასაგრძელებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. BBC წერს, რომ ბრიტანელი მაღალჩინოსნები და თალიბანის ლიდერები კატარში ხვდებიან.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოჰაში თალიბანთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, სიმონ გასი, რათა ხაზი გაესვას ბრიტანელების და ბრიტანელებთან დასაქმებული ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციის მნიშვნელობას.

ბრიტანეთმა ავღანეთში ევაკუაცია 28 ივლისს დაასრულა. საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის თქმით, ბრიტანეთის მიერ ავღანეთიდან 17 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის 5 000 დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.

თალიბანის განცხადებების მიუხედავად, ეჭვობენ, რომ ავღანელები, რომლებიც დასავლურ ორგანიზაციებთან და წარმომადგენლობებთან თანამშრომლობდნენ, თალიბანის შურისძიების საფრთხის წინაშე არიან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ NATO-ს ძალებთან მომუშავე ავღანელების „უზარმაზარი ვალი“ აქვთ. ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ამ ადამიანებს ბრიტანეთში სტაბილურად ცხოვრების შესაძლებლობა და მომავალში, მოქალაქეობის მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ.