LIVE

ევროკავშირი ხვალიდან თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატებს ცნობს

19 აგვ 202121:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 7614
ევროკავშირი ხვალიდან თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის კოვიდსერტიფიკატებს ცნობს

ევროკავშირი ხვალიდან თურქეთის, უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატებს ცნობს. ამის თურქული სააგენტო Anadolu Agency ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიზე დაყრდნობით წერს

"რადგან ჩვენ ერთად ვებრძვით პანდემიას, ჩვენი პარტნიორები საზღვრების უსაფრთხოდ გახსნის განუყოფელი ნაწილი არიან. მივესალმები უკრაინის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და თურქეთს ჩვენი ციფრული კოვიდსერტიფიკატების სისტემაში და ველი, რომ მალე ჩვენი სხვა მეზობლებიც შემოგვიერთდებიან",- განაცხადა ევროკომისარმა.

ამ ნაბიჯით თურქეთის კოვიდსერტიფიკატების მფლობელები ხვალიდან ევროკავშირის ფარგლებში გადაადგილდებიან იმავე პირობებით, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნების მოქალაქეები და, პირიქით, ევროკავშირის მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავისი კოვიდპასპორტით თურქეთში შესვლისას. 

დოკუმენტი, რომელზეც QR კოდია დატანილი, ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული სახით. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას, რომ პირს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია, მიღებული აქვს უარყოფითი პასუხი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტით, ასევე, აქვს თუ არა გადატანილი COVID-19 ბოლო 6 თვის განმავლობაში. 

საქართველოში კოვიდ-ბარათების გაცემა უკვე დაიწყო, თუმცა ევროკავშირის კოვიდსერტიფიკატების სისტემაში, ჯერჯერობით, ქართული დოკუმენტები აღიარებული არ არის.