LIVE

ტოკიოში Covid-19​-ის რეკორდული 5 042 შემთხვევა გამოვლინდა

05 აგვ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1034
ტოკიოში Covid-19​-ის რეკორდული 5 042 შემთხვევა გამოვლინდა
Bloomberg

პანდემიის დროს, ოლიმპიადის უპრეცედენტო პირობებში ჩატარების პარალელურად, ტოკიოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 5,042 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

იაპონიაში ვირუსის ყველაზე ცუდი ტალღა, რამაც აიძულა მთავრობა ტოკიოში და რამდენიმე სხვა რაიონში საგანგებო მდგომარეობა შეენარჩუნებინა, ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადასთან პირდაპირ კავშირში მყოფი შემთხვევების რაოდენობა დაბალია, მთავრობის მთავარმა მრჩეველმა ვირუსის გავრცელების საკითხებში განაცხადა, რომ ღონისძიებამ, სავარაუდოდ, გავლენა მოახდინა საზოგადოების დამოკიდებულებაზე ვირუსთან დაკავშირდებით და უფრო მშვიდი გახადა ისინი სიფრთხილის ზომების მიმართ.

ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა ხუთშაბათს თამაშებთან დაკავშირებული ვირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოაცხადეს, რომელთაგან ერთი სპორტსმენი იყო. ახალი ინფექციების უმეტესობა იაპონიის მაცხოვრებლებს შორისაა აღმოჩენილი.

იაპონიას ჯერჯერობით გაცილებით ნაკლები ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევა აქვს, ვიდრე შვიდი მოწინავე ერის სხვა ქვეყნებს თუმცა, მისი ვაქცინაციის პროგრამა ნელა დაიწყო და მოსახლეობის მხოლოდ 32% არის სრულად აცრილი, შეერთებულ შტატებში ეს რაოდენობა 50%-ზე მეტია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ისაბელ რეინოლდსი