LIVE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

03 აგვ 202117:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1127
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.1042 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6919 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6906 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.