LIVE

გერმანია მოსახლეობის ნაწილს "ბუსტერს" შესთავაზებს

03 აგვ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1227
გერმანია მოსახლეობის ნაწილს "ბუსტერს" შესთავაზებს

სექტემბრიდან გერმანია მოხუცებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზას შესთავაზებს

"ბუსტერ" დოზად გამოყენებული იქნება მხოლოდ mRNA ტიპის Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინები. 

გერმანიის ჯანდაცვის უწყებების გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის კამპანია გაფართოვდა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა 12-17 წლის მოზარდებსაც მიეცათ. მოზარდები მშობლის თანხმობით, სამედიცინო შემოწმების შედეგად აიცრებიან. 

უდიდესი ეკონომიკის მქონე ევროპული ქვეყანა მოახლოებული არჩევნების ფონზე მიღებული ზომებით ცდილობს თავიდან აირიდოს მორიგი "ლოქდაუნი", რაც დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს.

გერმანიაში მოსახლეობის 52% სრულად ვაქცინირებულია, მინიმუმ ერთი დოზით კი აცრილია 62%.  

გამაძლიერებელი დოზის გამოყენებას იწყებს ისრაელიც. კერძოდ, ქვეყანა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ, 60 წელზე უფროსი ასაკის პირებს მესამე, გამაძლიერებელ ვაქცინას შესთავაზებს.