LIVE

ღარიბაშვილი: საპენსიო სესხებზე პროცენტმა უნდა დაიწიოს

02 აგვ 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1601
ღარიბაშვილი: საპენსიო სესხებზე პროცენტმა უნდა დაიწიოს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა უნდა დაიწიოს.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საპენსიო სესხების საკითხზე უკვე შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო წევრებს შორის ასევე იქნებიან პარლამენტის დეპუტატებიც.

"ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უმოკლეს ვადაში. შედარებისთვის, როცა ჩვენ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, პენსიონერებისთვის სესხის პროცენტი დაახლოებით 100-120%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობა იყო. ახლა არის დაახლოებით 35%. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ",- აცხადებს ღარიბაშვილი.