LIVE

პარლამენტმა სებ-ის საბჭოს 3 ახალი წევრი დაამტკიცა

26 ივლ 202115:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 912
პარლამენტმა სებ-ის საბჭოს 3 ახალი წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წევრობის სამი კანდიდატი: ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა წარუდგინა. 

პარლამენტმა ისინი საბჭოს წევრებად 7 წლის ვადით აირჩია. 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება შვიდი წევრისაგან.

საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით. საბჭო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია, დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვის პრინციპები, დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი, განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები, დაამტკიცოს საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი.