LIVE

RS: 501 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოვავლინეთ

22 ივლ 202111:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 992
RS: 501 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოვავლინეთ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მარტვილში, რუსთავსა და თბილისში 2,5 კგ თუთუნისა და 501 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 4 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობითვე, მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. მათ მიმართ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155(2) მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.